სს ჯორჯიან ქარდი-ს საპროცესინგო სისტემაში ფასდაკლების ბარათების მომსახურეობისთვის შეიქმნა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სხვადასხვა ქმედების განხორციელების საშუალებას იძლევა. ლოიალობის მართვის სისტემის (Loyalty Management System) მიზანია ბაზრის ნებისმიერი სეგმენტისთვის აწარმოოს ფასდაკლების ბარათები და უზრუნველყოს მომხმარებლისთვის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში წინასწარ განსაზღვრული ფასდაკლებების მიღება.
დამკვეთის მოთხოვნით სს ,, ჯორჯიან ქარდი’’ ამზადებს პლასტიკურ ბარათებს, რომლებიც შემდგომში ურიგდებათ მფლობელებს. აღნიშნული ბარათით სარგებლობა მომხმარებელს შეეძლება ნებისმიერ ისეთ ობიექტში, რომლებიც აკმაყოფილებს შემდგომ პირობებს:
- მოლაპარაკებულები არიან დამკვეთთან ამ ფასდაკლების ბარათების გამოყენებაზე,
- დადგენილია შესაბამისი ფასდაკლების განაკვეთები და გაწერილია სისტემაში/პროგრამაში.
ფასდაკლების მიღება ხორციელდება POS ტერმინალის გამოყენებით. ლოიალობის ბარათის გატარების შემდგომ, მოწყობილობა აგზავნის ინფორმაციას სისტემაში/პროგრამაში, საიდანაც ბრუნდება ფასდაკლებული თანხა. სისტემიდან ინფორმაციის მიღების შემდეგ არსებული შუალედური აპლიკაცია მონაცემებს ამისამართებს LMS პროგრამაში, რომელიც თავის მხრივ ახორციელებს საჭირო გამოთვლებს და პასუხს აბრუნებს იმავე შუალედური რგოლის მეშვეობით. პროგრამული უზრუნველყოფა აღჭურვილია მრავალი ფუნქციით. მისი მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელთა ადმინისტრირება, ბარათების შეკვეთა, ფასდაკლების ოპერაციების ნახვა, ფასდაკლებების გაწერა და სხვა.
მერჩანტის (საცალო ვაჭრობის ან მომსახურების ობიექტი ) ჭრილში შესაძლებელია ფასდაკლების დარეგისტრირება სხვადასხვა პარამეტრით:
- კონკრეტულ ტერმინალზე/ყველა ტერმინალზე
- განისაზღვრება თარიღების მითითებით დაწყება/დამთავრება
- საათების მიხედვით
- კვირის დღეების მიხედვით
- თანხის მიხედვით
- ISO 8583 სტანდარტის მაგნიტური ზოლის მქონე საგადახდო ბარათი, რომელზეც დატანილია ბარათის ტექნიკური მახასიათებლები;
- ბარათზე გამორთულია კლიენტის ვერიფიკაციის რეჟიმები (მაგალითად PIN მოთხოვნა);
- ბარათები მზადდება წინასწარ, უსახელო რეჟიმში და ნაკრების სახით გადაეცემა კომპანიას;
- ბარათები მზადდება კლიენტის სასურველი დიზაინით და მათზე დაიტანება კომპანიის ლოგოტიპი;
- ბარათები პერსონალიზებულია კომპანიისათვის მინიჭებული „ჯორჯიან ქარდის“ სისტემის ფარგლებში უნიკალური 9-ნიშნა BIN კოდით არაფინანსური საბარათე პროდუქტებისათვის;
- ბარათების პერსონალიზების ვადა შეთანხმებადია, განისაზღვრება კომპანიასთან წინასწარი შეთანხმებით და შესაძლებელია მათი მოქმედების ვადაზე ადრე შეწყვეტა;